суббота, 28 апреля 2012 г.

პროექტის სახელწოდება: ,, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა ,დღეს მე, ვის რა ვარგე?``
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებში გონებრივი იერიშის, მაპროვოცირებელი კითხვების საშუალებით, ვახდენ დაინტერესებას: ხართ თუ არა ჯანმრთელები? ხართ თუ არა ბედნიერები იმით, რომ გყავთ მშობლები? თქვენს ირგვლივ ყავს თუ არა ყველას ოჯახი? ცხოვრობს თუ არა ყველა ნორმალურ  პირობებში? თუ გიფიქრიათ რატომ ? რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ მცირედით მაინც გავუხალისოთ ცხოვრება?
 რადგან მოსწავლეებმა უფრო საინტერესო,აქტუალური თემები მოიძიონ და მოიტანონ. ხდება ვრცელი თემის დაკონკრეტება_ დავიწროება_ გააზრება.
  შემუშავდა კონკრეტული გეგმა და გადაუნაწილდა ჯგუფებს.

პროექტის აქტუალობა:
პროექტი მნიშვნელოვანი და აქტუალურია იმით, რომ
ა) იმ ცხოვრებისეულ პრობლემებს ჩაუღრმავდებიან, რომლებსაც ისინი წააწყდნენ საგაკვეთილო პროცესებიდან მიღებული ცოდნის დროს. ბ) გადაახარისხებენ ადამიანურ ღირსებებსა და ღირებულებებს. გ) დაეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა თანადგომა, სიბრალული, სიყვარული,გამეტება. დ) იგი მაშტბურია(მიმდინარეობს სკოლაში, ქალაქში, ქალაქგარეთ) და ჩართულია ფართო მასები(მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, მოსახლეობა, უბნის მუნიციპალიტეტი).
პროექტის მიზნები:
ბავშვებმა ინდივიდუალურად შეძლონ ძიება, კვლევა, ანალიზი, სინთეზი, გააზრება-გამოყენება. ჩამოუყალიბდეთ, საზოგადოებასთან, სოციალურად დაუცველ ადამიანებთან სწორი დამოკიდებულება. გაითავისონ მათი პრობლემები.
მონაწილეთა ასაკი - 9-10წ
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ალბომი, კედლის გაზეთები, მოძიებული ინფორმაციები, ვიდეო და ფოტო მასალები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
 თაბახის ფურცელი, ფორმატის ქაღალდი, რვეულები, ჟურნალ-გაზეთები,კომპიუტერი, ინტერნეტი, სლაიდები,ფოტო და ვიდეო აპარატი,ავტომანქანა.

პროექტის მსვლელობა: კლასში შემაქვს პროქტი, სათაურით -...
     კლასს ვყოფ  4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მივუთითებ და ვაძლევ დავალებას, მოიძიონ ერთი და იგივე თემა სხვადასხვა ინფორმაციებზე დაყრდნობით:კერძოდ,მოძიონ ინფორმაცია რეაბილიტირებული და ბავშვთა სახლების ბავშვების, ღვთის გლახების(მათხოვრების),უპატრონო მოხუცების შესახებ.კონკრეტულად, მათი წარმომავლობა,ბიოგრაფია, რა გზა გაიარეს მათ დღემდე.
  I ჯგუფი - ინფორმაცია რეაბილიირებულ ბავშვებზე
II ჯგუფი _ იფორმაცია ბავშვთა სახლებიდან
III ჯგუფი - ინფორმაცია ღვთის გლახებზე

IV ჯგუფი - ინფორმაცია უპოვართა სასადილოდან
ს ა ი დ ა ნ   მ ო ი ძ ი ო ნ ?
 მივუთითებ, ინორმაცია მოიძიონ პრესიდან, ტელევიზიიდან. ბავშვებიდან,  მოხუცებიდან და მათი მომვლელებიდან აიღონ ინტერვიუ
რ ა  ს ა ხ ი თ   ჩ  ა მ ა ბ ა რ ო ნ ?
ჩაწერილი ინტერვიუ,ამონარიდები, ჩანართები, ფოტო ალბომი, სლაიდები, ვიდეო მასალა.
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
მშობლიური ენა, ბუნება, ისტ-ი.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნანა შენგელია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
Nanashengelia73@gmail.com